პისტოლეტიანი საამშენობლო ქაფი - PURFOAM

Image Alternate Text

წარმოგიდგენთ სამშენებლო ქაფს რომელსაც ჩვენი ხელოსნები იყენებენ, მისი ფასი ბაზარში დღეისთვის 8-9 ლარს შეადგენს, ხარისხიანი სამუშაო მასალის გამოყენების შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ შემდგომი გართულებისგან.

დასახელება:  პოლიურეთანის სამშენებლო ქაფი PURFOAM 5.10
პრუდუქტის აღწერა:  ერთკომპონენტიანი, ნახევრად მყარი პოლიურეთანის ბაზაზე წარმოებული შესავსები  სამონტაჟო ქაფი.
ფუნქციები:  სწრაფი გამყარება. უზრუნველყოფს კარგ აკუსტიკურ და თერმულ იზოლაციას. გამოირჩევა კარგი გადაბმულობით (იწებებს და ამყარებს) სხვადასხვა ზედაპირებზე როგორიცაა ბეტონი, ხე, მეტალი,შუშა და ა.შ. ავსებს ნებისმიერ ღრმულს.
ბალონის მოცულობა:  გამოდის 300, 500, 750 მლ.  ბალონები.



შენახვის ვადა:  გაუხსნელ მდგომარეობაში 12 თვე +5°C დან +25°მდე, ბალონი უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ტრანსპორტირების დროს უძლებს 15 °C  ტემპერატურის ცვლილებას.
დანიშნულება:  გამოიყენება კედლებს შორის ღარების შესავსებად, აიატაკის ან ჭერის ფილების დასამაგრებლად, ასევე ელექტრო-გაყვანილობის ნაპრალის შესავსებად, სხვადასხვა მილების ან სამშენებლო კონსტრუქციის გასამყარებლად;  კარ-ფანჯრის  ჩარჩოების კედელში გასამაგრებლად, ქაფი არ უნდა იყოს პირდაპირი ულტრაიისფერი რადიაციის ქვეშ.



ტექნოლოგიური თვისებები:

მასის წონა----------------- 25-35 კბ. კგ
ქაფის რაოდენობა----------დამოკიდებულია ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობაზე : 300 მლ 12-15 ლ, 500 მლ 20- 27 ლ, 750 მლ - 30 – 45 ლ.
გაფართოება: ------------- დაახლოებით 1:30. სრული გაფართოება  40-60 წუთის შემდეგ.
მუშაობის დრო ------------60-100 წუთი გაშვებიდან, გააჩნია ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას.
შრობის დრო -------------- 5 დან 24 საათამდე, დამოკიდებულია ფენის სისქეზე, გააჩნია ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას, გაშრობამდე აუცილებლად დაუტოვეთ საჰაერო. (არ გამოიყენება გერმეტიულად დახურულ სივრცეში
წებოვნების მოხსნა ------- 15 წუთის შემდეგ, გააჩნია ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას
გადაბმულობა ------------- კარგად იწებებს ხეს, ბეტონს, აგურს, ფოლადს ალუმინს, მინას და სხვადასხვა ლითონებს, კედელზე გადაბმულობას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მტვერი ჩამორეცხეთ წყლით
ფენის მინიმალური ზომა  ------6მმ
ფენის მაქსიმალური ზომა ------40მმ

იდეალური ტემპერატურა გამოყენებისთვის არის +2 დან +35 გრდაუსამდე. მოხადეთ თავსახური. გამოყენებამდე ძლიერად შეანჯღრიეთ

(თუ ხელმეორე გამოყენებამდე დიდი დრო გავიდა ბალონი ისევ შეანჯღრიეთ). მიუერთეთ პლასმასის მილი კლაპანზე, დამაგრების შემდეგ დააჭირეთ კლაპანს.


უკეთესი წებოვნებისთვის და სიმაგრისთვის კარგი იქნება თუ გაიწმინდება ზედაპირი, არ გამოიყენება დაბალ ტემპერატურაზე, სიცივის შემთხვევაში სასურველია ბალონი ჩაიდოს თბილ წყალში და შემდეგ გამოიყენოთ, მუშაობის პროცესში ბალონი უნდა დაიჭიროთ კლაპანით ქვემოთ, გამოშვების შემდეგ ქაფი ზომაში იმატებს 2-3 ჯერ ამიტომ რეკომენდირებულია შევავსოთ მხოლოდ სამუშაოს 40 % ხოლო 60 წუთის შემდეგ დარჩენილი ნაწილი იგივე პრინციპით. სრული გაშრობის შემდეგ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება, გაშკურკვა, ჩამოჭრა მიწებება და ასე შემდეგ.

ნარჩენები ტანზე და ტანსაცმელზე უნდა მოიწმინდოს დაუყოვნებლივ, გამოიყენეთ საწმენდი ნივთიერებები აცეტონი და ასე შემდეგ.

შეიცავს დიფენილმეტანს -4-4 დიიზოციანტს, იზომერებს დაგომოლოგებს. საშიშია სასუნთქ გზებში მოხვედრისას. აღიზიანებს თვალებს, კანს და სასუნთქ გზებს. შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული მოვლენები. კანზე მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ საპნიანი წყალით. თვალში მოხვედრისას დავიბანოთ დიდი რაოდენობის წყლით და მივმართოთ ექიმს. თუ ვიყენებთ ცუდად განიავებულ ფართში აუცილებელია რესპირატორის გამოყენება. ბალონის არის წნევის ქვეშ. მოვარიდოთ პირდაპირი მზის მოქმედებას და არ გავაცხელოთ +50°C-ზე მეტად. გამოყენების შემდეგ ბალონს ნუ დავწვათ და ნუ გავხსნით. ნუ გამოვიყენებთ ცეცხლთან და ცხელ ზედაპირზე. მოვარიდოთ ცეცხლს, ნუ მოწევთ. შევინახოთ ბავშვებისგან. ცუდად ვინტილირებად ფართში შეიძლება გამოიწვიოს ადვილად ფეთქებადი გაზის წარმოქმნა.



გამოშვების თარიღი ბალონის ძირზეა, საქართვეში მის წარმოებას უზრუმველყოფს შ.პ.ს „დენ ბრავენ ჯორჯია"  ქ თბილისი, ფეიქრების ქ. 14 ტელ/ფაქსი (+99532)2620409, e-mail: info@denbraven.ge

კომენტარები:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დამატება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ წევრს!
ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ საიტზე არსებული ექაუნთით.